ზურაბ პატარაძე კურორტ „გოდერძზე“ ზამთრის სეზონის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველო, თბილისი - 12:06 | 27.02.2018
ნანახია: 806

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე კურორტ „გოდერძს“ ესტუმრა და ზამთრის სეზონის მიმდინარეობას გაეცნო.

ზურაბ პატარაძემ კურორტის ადმინისტრაციას და ხულოს მერიის წარმომადგენლებს ევროპული თანამშრომლობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც მთავრობის თავმჯდომარის პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა. პოლონურ კურორტ “შკლარსკა პორემბას” და კურორტ “გოდერძს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს კურორტების სპორტისა და ტურიზმის სფეროების პოპულარიზაციას და ერთობლივი აქტივობების დაგეგმვას, ასევე გამოცდილების გაზიარებას კურორტების პრევენციული ზომების შემუშავებასა და გატარებაში.

ამ მომენტისათვის კურორტ გოდერძზე სარეკლამო კლიპის გადაღება მიმდინაროებს. ზურაბ პატარაძე საიმიჯო ვიდეო-რგოლის გადამღები ჯგუფის წევრებს, უცხოელ სნოუბორდისტებსა და მეთხილამურეებს შეხვდა და მათ კურორტის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე