ბიზნესომბუდსმენის მოადგილედ ლევან კალანდაძე დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 12:03 | 27.02.2018
ნანახია: 803

ბიზნესომბუდსმენის მოადგილედ ლევან კალანდაძე დაინიშნა. ლევან კალანდაძეს როგორც სახელისუფლებო სტრუქტურებში, ისე არასამთავრობო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი სხვადასხვა წლებში იყო საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახურის თბილისის ბიუროს უფროსის მოადგილე. ასევე მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში სახელმწიფო მრჩევლად სოციალური რეფორმების საკითხებში.

ბოლო პერიოდამდე ლევან კალანდაძე არის არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა“ ხელმძღვანელი. კითხულობს საჯარო ფინანსების ლექციების კურსს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ (IBSU). იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის“ (GSMEA) აღმასრულებელი დირექტორი. გარდა ამისა, სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ტელეკომპანიებში პირველი არხი და GDS-ში ეკონომიკურ ანალიტიკოსად.

ლევან კალანდაძეს მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტში. მათ შორის: საერთაშორისო ორგანიზაციის Mercy Corps სოფლის მეურნეობის პროექტის (USAID/EU) ბიზნესის განვითარების კონსულტანტი; ნიდერლანდების მულტიპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) პოლიტიკური პარტიების დახმარების პროგრამის (PPA) ეკონომიკური კონსულტანტი; საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის საჯარო სოციალური ფინანსების პროექტის (SIDA/Eurasia Foundation) ადგილობრივი ექსპერტი.

არის არასამთავრობო ორგანიზაციების „საქართველოს ბიზნეს პალატა“, „საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია“, „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა“, „საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტი“ და „საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე