პირველად აშშ-ს ისტორიაში - ამერიკული არმიის რიგებს ტრანსგენდერი შეემატა

საქართველო, თბილისი - 11:55 | 27.02.2018
ნანახია: 2269

„Reuters”-ის ინფორმაციით, აშშ-ს არმიასთან კონტრაქს ხელი პირველად მოაწერა ტრანსგენდერმა. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა დევიდ ისტბერნმა განაცხადა.

გასული წლის ბოლოს აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ იწყებდა ჯარში ტრანსგენდერების მიღებას და ეს არის ჯართან კონტრაქტის მოწერის პირველი შემთხვევა. ისტბერნმა აღნიშნა, რომ ჯარისკაცს ჯერ კიდევ არ გაუვლია  სამხედრო წვრთნები.

2017 წლის ივლისში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კრძალავდა ტრანსგენდერებისთვის უფლებას ემსახურებოდნენ ამერიკის შეიარაღებულ ძალებს. თუმცა, ბალტიმორის, ვაშინგტონის, სიეტლის და რივერსაიდის ფედერალურმა მოსამართლეებმა გამოსცეს დადგენილება, რომელიც ბლოკავდა პრეზიდენტ ტრამპის აკრძალვას.

პენტაგონმა დაამუშავა სპეციალური ცირკულარი, სადაც დეტალურადაა აღწერილი როგორ უნდა მსახურობდნენ ჯარში ტრანსგენდერები. მასში ასევე მითითებულია თუ როგორი შიდა საცვალი უნდა ატარონ მათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე