თებერვალში უკანონო თევჭერის 26 ფაქტი გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:28 | 27.02.2018
ნანახია: 831

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2018 წლის 1-ლი თებერვლიდან დღემდე,  თევზჭერის წესების დარღვევის 26 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 1 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 

ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა 8 ფაქტი, აღმოსავლეთ რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 6, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 4, სამცხე-ჯავახეთში - 3,  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 3 ფაქტი, კახეთისა და შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა  თევზჭერის წესების დარღვევის თითო-თითო ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქეებს კანონდარღვევის ჩადენის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული თევზი ჩამოერთვათ. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის,  შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნებათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე