დღეიდან ვაშინგტონში ბორის ნემცოვის ქუჩა იარსებებს

საქართველო, თბილისი - 10:28 | 27.02.2018
ნანახია: 800

ვაშინგტონის საქალაქო საბჭომ რუსეთის საელჩოს მიმდებარე უბნისთვის ბორის ნემცოვის სახელის მინიჭებას მხარი დაუჭრა. გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან, 27 თებერვალიდან, პოლიტიკოსის მკვლელობიდან ზუსტად 2 წლისთავზე შევა. ბორის ნემცოვის სახელი დაერქმევა მონაკვეთს, რომელიც ედმონდსისა და დევისის ქუჩებს შორის მდებარეოებს.

რუსეთის ყოფილი ვიცე პრემიერ-მინისტრი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვში, კრემლის წინ მდებარე ხიდზე მოკლეს. მას ზურგში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. რამდენიმე დღეში სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხუთი ჩეჩენი დააკავეს. მიმდინარე წლის ივლისში სასამართლომ ხუთივე მათგანი დამნაშავედ ცნო და მათ 11-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე