აშშ-ში სიკვდილმისჯილი დასჯას გადაურჩა

საქართველო, თბილისი - 19:14 | 26.02.2018
ნანახია: 1141

აშშ-ში სიკვდილმისჯილი დასჯას გადაურჩა. ექიმებმა ვერ მოახერხეს ვენის მოძებნა, რათა ინექცია გაეკეთებინათ.

დოილა ლი ჰემმა გასამართლებულია 1987 წელს სასტუმროს მმართველის მკვლელობისთვის. მისი დასჯა წინა კვირას უნდა მომხდარიყო. ორი საათის განმავლობაში ექიმების ჯგუფი ცდილობდა მისთვის სასიკვდილო ინექციის გაკეთებას, თუმცა ხანგრძლივი მცდელობების მიუხედავად მას მხოლოდ ტანჯავდნენ და ტკივილს აყენებდნენ.

სიკვდილმისჯილის ადვოკატი აღშფოთდა მომხდარის გამო და განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეს მყოფისთვის ინექციის გაკეთება საერთოდ არ შეიძლებოდა. საქმე იმაშია რომ დიდი ხნის განმავლობასი ნარკოტიკეგბის მიღებისგან, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისა და ჰეპატიტის ფონზე მას ვენები ძლიერ ჰქონდა დაზიანებული.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე