„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის პროექტზე პარლამენტი 7-9 მარტს იმსჯელებს

საქართველო, თბილისი - 18:57 | 26.02.2018
ნანახია: 843

7-9 მარტს, პარლამენტის პლენარული სხდომაზე კანონის პროექტის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით იმსჯელებენ. 

როგორც დეპუტატებმა ბიუროს დღევანდელს სხდომაზე განაცხადეს, პროექტით ორგანული კანონიდან ხდება იმ ნორმის ამოღება, რომლის მიხედვითაც პარტიები იღებენ საბაზო დაფინანსებაზე დანამატს საბაზო დაფინანსების 30%-ის ოდენობით, თუ ამ პარტიის ან შესაბამისი საარჩევნო ბლოკის მიერ იმ არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთ არჩევნებზე - ყველა პარტიულ სიაში), რომლის შედეგების საფუძველზეც მიიღო დაფინანსება, კანდიდატთა პირველ, მეორე და ყოველ მომდევნო ათეულში ერთიმეორისგან განსხვავებული სქესი წარმოდგენილი ჰყავდა სულ მცირე 30%-ით. 

ამასთან, გარდამავალი დებულებით, ის პარტიები, რომლებიც 2017 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით იღებენ აღნიშნული ნორმით განსაზღვრულ დანამატს საბაზო დაფინანსების 30%-ის ოდენობით, შეუნარჩუნდებათ ამ დანამატის მიღების უფლება შესაბამისი არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსების ახალი ოდენობების განსაზღვრის დღის ჩათვლით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე