„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას ე.წ. ოთხოზორიას სიის მომზადებას სთავაზობს - ოთარ კახიძე

საქართველო, თბილისი - 18:50 | 26.02.2018
ნანახია: 1249

„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას სთავაზობს, მომზადდეს ე.წ. ოთხოზორიას სია, რომელშიც ყველა ის პირი მოხვდება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად იქნება დაკავშირებული საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევასთან". 

როგორც პარტიის წევრმა, ოთარ კახიძემ პარლამენტში ბიუროს სხდომაზე განაცხადა, „ევროპული საქართველო“ ყველა რესურსს გამოიყენებს ამგვარი ქმედებების პრევენციისთვის.  

„ევროპული საქართველო“ მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოიყენებს ამგვარი ქმედებების პრევენციისთვის იმისთვის, რომ საერთაშორისო ფორუმებზე დავსვათ ეს საკითხი, რომ რუსეთის ფედერაციას მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწიოს ამგვარი ქმედებებისთვის და მოხდეს ამგვარი ქმედებების პრევენცია. თუ ხელისუფლება გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს, ეს არ არის საკითხი, რაზეც შეიძლება იყოს პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა. აქ გვჭირდება ერთიანი პოზიცია. ეს უნდა იყოს პარლამენტის პოზიცია და მზად ვართ ვიმუშაოთ ერთად ამ საკითხზე“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე