28 მლნ ლარით დაფინანსებული Check In Georgia-ს შემოსავალმა 3 მლნ ლარი შეადგინა
საქართველო, თბილისი - 18:35 | 26.02.2018 ნანახია: 1364საქართველოს მთავრობამ პროექტი Check In Georgia 2016 წელს 28 მილიონი ლარით დააფინანსა, შემოსავალმა კი 3 მილიონი ლარი შეადგინა.
ეს სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში წერია.
დოკუმენტის მიხედვით, პროექტის ხარჯების უმეტესობა კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდმა გასწია, რომელსაც ამ მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყო 22,854,080 ლარი.
ფონდმა დაგეგმა და ჩაატარა: ეროს რამაზოტის, რობი უილიამსის და Maroon 5_ის კონცერტები. ღონისძიებებზე ბილეთები გაიყიდა. პროექტის დანარჩენ ღონისძიებებზე დასწრება უფასო იყო. აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ უფლებამოსილი პირების განმარტებით, კონცერტების ჩატარების ადგილები, გასაყიდი ბილეთების რაოდენობა და ფასები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან იყო შეთანხმებული.
კონტრაქტი ბილეთების გაყიდვაზე გაფორმებული იყო შპს "ონლაინ თიქეთსთან" (TKT.GE).
საინვესტიციო ფონდი არ ახდენდა ჩატარებული კონცერტების მიხედვით გაყიდული ბილეთების შესახებ TKT.GE-ს მონაცემთა ბაზიდან დეტალური ინფორმაციების (გაყიდვის არხების (ონლაინ, სალარო) და ოპერატორების, პერიოდების მიხედვით გადახდებზე, მომხმარებლებზე, შეკვეთებზე) რეპორტირებას და დოკუმენტირებას. შემოსავლის აღიარება ხდებოდა პროგრამიდან გენერირებული სტატისტიკური ანგარიშების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების შესაბამისად.
მოცემული სტატისტიკური ანგარიშების მიხედვით, გაუყიდავი ბილეთების რაოდენობამ შეადგინა - 3,719 ერთეული, ღირებულებით - 141,840 ლარი
„კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის“ მიერ 2016 წელს 3 კონცერტის ფარგლებში ბილეთების რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა სულ 3,044,030 ლარი.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა