თბილისში აქცია „სამართალი ხოჯალოს“ გაიმართა

საქართველო, თბილისი - 17:45 | 26.02.2018
ნანახია: 861

არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორცალი ირელი საზოგადოებრივი კავშირის“ ინიციატივით, თბილისში აქცია - „სამართალი ხოჯალოს“ გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა ბუკლეტები დაარიგეს, რომელშიც 1992 წლის 26 თებერვლის ხოჯალოს გენოციდზე იყო ინფორმაცია. აქცია მსვლელობით გაგრძელდა, რომელიც თბილისის პარლამენტის შენობის წინ დასრულდა.

„ჩვენი აქციის მიზანია დავგმოთ ზოგადად გენოციდი, მათ შორის ხოჯალოს გენოციდი და სოლიდარობა გამოვუცხადოთ ამ გენოციდის მსხვერპლებს. მოგეხსენებათ, რომ ხოჯალოს ტრაგედია, როგორც გენოციდი, უკვე აღიარებულია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის საპარლამენტო აქტებით. მათ შორის, ფაქტი, როგორც გენოციდი, აღიარეს ბოსნია და ჰერცოგოვინას, კოლუმბიის, ჩეხეთის, ჰონდურასის, იორდანიის, მექსიკის, პაკისტანის, პანამის, პერუს, რუმინეთისა და სუდანის პარლამენტებმა, აგრეთვე, შეერთებული შტატების ოცი შტატის საკანონმდებლო ორგანომ. კარგი იქნება, თუ ამ გენოციდის გენოციდად აღიარება მოხდება ყველგან, რომ ჩვენს კავკასიის რეგიონში მსგავსი რამ არასდროს განმეორდეს“, - აცხადებს „ბორცალი ირელი საზოგადოებრივი კავშირის“ თავმჯდომარე მოხუბათ იმანოვი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე