პოლონეთის პრეზიდენტმა უკრაინელები გენოციდში დაადანაშაულა

საქართველო, თბილისი - 17:02 | 26.02.2018
ნანახია: 884

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ უკრაინელები პოლონელი ხალხის გენოციდში პირდაპირ დაადანაშაულა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური გამოცემა Niezalezna ავრცელებს.

ესეთი სიტყვები იქნა გაჟღერებული მემორიალური კომპლექსის ტერიტორიაზე, სადაც 1944 წლის 28 თებერვალს შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა მოკლეს ათასზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე. დაღუპულებისთის პატივის მისაგებად მოვიდნენ პოლონეთის დელეგაცია, პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივნის მეთაუდობით. სწორედ მან წაიკითხა პრეზიდენტ ანჯეი დუდას  მიმართვა, რომელშიც ნახსენები იყო სიტყვა „გენოციდი“.  

„გენოციდს, რომელიც უკრაინელმა ჯარისკაცებმა და უკრაინულმა ნაციონალისტებმა ჩაიდინეს ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის იყვნენ როგორც პოლონეთის მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე ებრაელები და სხვა ქალაქებიდან დევნილი მოსახლეობაც, რომელიც შეიფარეს“ - ნათქვამია იყო პრეზიდენტის მოხსენებაში. მან ასევე მოუწოდა თანამედროვე პოლონელებს რომ „ არ დაივიწყოთ ეს დანაშაული, მინდა გახსოვდეთ და გააკეთეთ დასკვნები“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე