აფხაზეთში გადავალთ და იქ ჩავატარებთ GEM Fest - გიორგი სიგუა

საქართველო, თბილისი - 15:39 | 26.02.2018
ნანახია: 1216

GEM Fest-ის დამფუძნებლის გიორგი სიგუას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონაში მიწას წელს იჯარით არ მისცემენ, ღონისძიებას ოკუპირებულ აფხაზეთში ჩაატარებს, ამის შესახებ სიგუა სოციალურ ქსელში პოსტს ავქეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,რამდენიმე კითხვაზე პასუხი, რასაც ამ ბოლო დროს ვისმენ.:

1 ჩატარდება GEM FEST ? აუცილებლად ჩატარდება 9-12 აგვისტოს ანაკლია განმუხურის საკურირტო ზონაში. თარიღები გამოცხადებულია და ბილეთებიც იყიდება.

2  როდის გამოცხადდება ლაინ აფი? რამდენიმე კვირაში დავიწყებთ ლაინ აფის ნაწილ ნაწილ გამოცხადებას.

3 მთავრობა რომ არ გაძლევთ ფულს, გაუმკლავდებით? ჯერ ერთი ჯემფესტი მთლიანად კერძო ინვესტიციით შეიქმნა და მთავარობამ დახმარება მაშინ დაიწყო როდესაც ნახა კარგი თემა იყო. შარშან 20% დაფარეს ხარჯების და შუა გზაში გაუჩინარდნენ (ზოგზოგიერთები) . მათი „დახმარება” რომ ძალიან ძვირი ჯდება და ამ მთავრობის მხარდაჭერა ძალიან არასანდო ვალუტაა ეგეც ვისწავლე.

4  მიწა რომ არ მოგცენ იჯარით რას იზავთ? აფხაზეთში გადავალთ და იქ ჩავატარებთ

5  როდის გაისტუმრებთ ვალებს? მაშინ როდესაც სრული დატვირთვით ავმოქმედდებით, გაყიდვები გაიზრდება და ფინანსურად გავძლიერდებით.

6  თუ კიდევ რამე გაინტერესებთ დაწერეთ კომენტარებში და გიპასუხებთ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე