ბოლივუდის ლეგენდარული მსახიობი გულის შეტევით გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 15:20 | 26.02.2018
ნანახია: 1437

ცნობილი ბოლივუდელი მსახიობი შრიდევი კაპური დღეს 54 წლის ასაკში გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა.

ბოლივუდის პირველი სუპერვარსკვლავი დუბაიში მეუღლესთან, პროდიუსერ ბონი კაპურთან ერთად ისვენებდა, როცა მოულოდნელად მსახიობს გულის შეტევა დაემართა და სამწუხაროდ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

შრიდევი 300-მდე ფილმშია გადაღებული. 2013 წელს მას გადაეცა პრემია ინდურ კულტურაში შეტანილი წვლილსთვის. ის 1996 წლიდან პროდიუსერ ბონიკაპურთან იმყოფებოდა ქორწინებაში. ბოლოს მან ფილმში „დედა“ ითამაშა, რომელიც ეკრანებზე 2017 წელს გამოვიდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე