ძველ თბილისში, თუმანიანის ქუჩა N3 -ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობა სრულდება
საქართველო, თბილისი - 13:21 | 21.11.2015 ნანახია: 2886თბილისის განვითარების ფონდი ძველ თბილისში, თუმანიანის ქუჩა N3-ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ასრულებს. ამჟამად, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები თუმანიანის ქუჩა N1 და ბეთლემის ქ. N10 -ში მიმდინარეობს. თბილისის განვითარების ფონდის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ფონდის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ობიექტებზე არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
თუმანიანის ქუჩა N1 და N3-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლების სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროექტი 2013 წელს დაიწყო. ძველ შენობა-ნაგებობებს დემონტაჟი ჩაუტარდა, ხოლო მის ადგილას ახალი საცხოვრებელი სახლები შენდება.
"სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად 50-მდე ოჯახის პრობლემა მოგვარდება. ეს ოჯახები ქირით არიან გაყვანილები, რადგან მათი სახლები საცხოვრებლად უვარგისი იყო. თბილისის განვითარების ფონდის მეშვეობით გაკეთდა პროექტები, რომელიც ითვალისწინებს ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. ორი სახლი დასრულების ფაზაშია და საახალწლოდ გადავცემთ ოჯახებს, დანარჩენ სახლებზე მუშაობაც ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თუმანიანის N3 და N1-დან მოსახლეობა ფონდის მიერ დროებით ქირითაა გაყვანილი. თუმანიანის ქ. N1 -ში სახლის მშენებლობა დასრულებულია, მიმდინარეობს შიდა ტიხრების და მოპირკეთების სამუშაოები. სულ მალე დაიწყება კომუნიკაციების შეყვანა. აღნიშნული ობიექტი 40 დღეში დასრულდება და ეტაპობრივად მოხდება მოსახლეობისთვის საცხოვრებელი სახლების ჩაბარება. თუმანიანის ქ. N1-ის პროექტის საერთო ღირებულება 1,495,580.00 ლარია.
თუმანიანის ქუჩა N3-ში, სადაც საცხოვრებელი სახლი უკვე აშენებულია, მიმდინარეობს მოსახლეობისთვის ბინების ჩაბარების შესაბამისი პროცედურები. პროექტის ღირებულება 900 000 ლარს შეადგენს. ბეთლემის ქ. N10 -ში საძირკვლის ნაწილში ჩაისხა საძირკვლის ფილა, ამჟამად მიმდნარეობს კედლის დიაფრაგმის სამუშაოები. სამუშაოების ღირებულება 1 მილიონი ლარია და რეაბილიტაციის პროცესი 2016 წლის სექტემბერში დასრულდება.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა