ტრიუდო & კალაძე

საქართველო, თბილისი - 14:41 | 26.02.2018
ნანახია: 2228

რა განსხვავებაა ჯასტინ ტრიუდოსა და კახა კალაძეს შორის? გაგეცინებათ, მაგრამ ბევრი...  ტრიუდო კანადის პრემიერ-მინისტრია, კალაძე კი თბილისის მერი. თუმცა, ამ ორ ახალგაზრდა პოლიტიკოს შორის თბლისში პარალელს მაინც ავლებენ და იმასაც კი ამბობენ, რომ კალაძესთვის ტრიუდო მისაბაძი პოლიტიკოსია, რაც მისი ცხოვრების სტილში აისახებაო.

მსოფლიომ ჯასტინ ტრიუდო კალაძისგან განსხვავებით, თავიდანვე პოლიტიკოსად გაიცნო. კალაძის ცხოვრების და ჩაცმულობის სტილი კი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც დიდი ფეხბურთიდან პატარა საქართველოს პოლიტიკაში გადმოინაცვლა.

ახალგაზრდა, განათლებული და ლამაზი - ასე აფასებენ ტრიუდოს კანადელი ქალები და არამარტო ისინი. პრემიერ-მინისტრს ქვეყანაში პატივს სცემენ - მისი მმართველობის დროს ქვეყანაში მიგრაციის კანონი გამარტივდა, საგადასახო სისტემა გაუმჯობესდა და ქალების უფლებები იმაზე მეტად დაცულია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. 

ჯასტინ ტრიუდო ყოველთვის ყურადღების ეპიცენტრში ექცევა, რაც განპირორებულია მისი ექსტრაორიგინალური ჩაცმულობითაც.

რაც შეეხება თბილისის ახალაგაზრდა მერს, ტრიუდოს მსაგვსად ყოველთვის მედიის და არამარტო, ყურადღების ცენტრში ექცევა. კალაძის ჩაცმულობა ხშირად განსჯის და განხილვის საგანი ხდება. თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ კახი, მოდის სფეროსთან ყოველთვის ახლოს იყო და ეს მისწრაფება პოლიტიკაში მოსვლის შემდეგაც არ შეუცვლია.

თავის დროზე მისი მოკლე წითელი შარვალი (რომლის დიზაინიც ბჭოლას ეკუთვნოდა) და ორიგინალური ფეხსაცმელი გახდა გარჩევის თემა. ყოფილ ფეხბურთელს მუდამ ძვირადღირებული ბრენდების ახალი კოლექციების ნიმუშები ეცვა, აცვია და ზოგადად, სამოსის არჩევას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს.

ჯერ კიდევ ფეხბურთელი კალაძე ქუსლებიანი ფეხსაცმელითა და კლასიკურ, შავ კოსტიუმთან შეუსაბამო წითელ, თავისუფალი სტილის შარვალში ჩანდა. დიახ, მაშინ კალაძეზე ბევრი იხუმრეს, ბევრი იქილიკეს, თუმცა ისევე, როგორც მისი „ლ", მისი ჩაცმულობაც არნახული სიჩქარით პროგრესირდა და დღეს კალაძე აშკარად გამოირჩევა თავისი მოდური ჩაცმულობით სხვა ქართველი პოლიტიკოსებისგან, თუმცა არამხოლოდ ჩაცმულობით....

.................

ტრიუდო 2 პანდასთან ერთად... ეს კი კალაძის მიერ თავშესაფრიდან აყვანილი ძაღლის ლეკვია, რომელიც დედაქალაქის მერიის ერთადერთი ოთხფეხა ბინადარი გახდა...

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, რომელიც ინდოეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სამოსის გამო კრიტიკის ობიექტი გახდა.

კალაძეს კლასიკურ სამოსზე თეთრი სპორტული ფეხსაცმელი აცვია. საზოგადოების ნაწილი ამ ყველაფერს ახალ მოდად მიიჩნევს, მეორენი მინისტრის უგემოვნობაზე მიგვანიშნებენ.

image

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე