ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეების არაგეგმიური შეხვედრა ჩაინიშნა

საქართველო, თბილისი - 14:27 | 26.02.2018
ნანახია: 972

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით, 3 საათზე, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეების არაგეგმიური შეხვედრა ჩაინიშნა, სადაც განხილული იქნება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების და დაკავებულების - ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უმოკლეს ვადაში გადმოსვლის საკითხები'', - ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე