სოფელ ვერხვიანთან ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:49 | 26.02.2018
ნანახია: 918

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვერხვიანთან ავტოსაგზაო შემთხვევას 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა. ის ადგილზე გარდაიცვალა, მძიმედ დაშავდა მისი შვილი, რომელიც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე