სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის სარეალიზაციო ობიექტი შპს „აგროფერმა“ დააჯარიმა

საქართველო, თბილისი - 13:11 | 26.02.2018
ნანახია: 863

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს ხორცის სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებას. სახელმწიფო კონტროლისფარგლებში, შემოწმდა საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტი შპს „აგროფერმა“, სადაც მიმდინარე წელსგანხორციელებული შემოწმებების შედეგად სააგენტოს წარმომადგენლებმა 2 ტონაზე მეტი ვადაგასული და საეჭვოწარმომავლობის ხორცი გამოავლინეს.

ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, საეჭვოდ მიჩნეული სურსათი კი დაილუქა დაბიზნესოპერატორს მისი განადგურება დაევალა.

ხორცი მაღალი რისკის სურსათია. მომხმარებლის ჯანმრთელობის და ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნულისააგენტო კონტროლს აქტიურად ახორციელებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე