გია მაისაშვილი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:04 | 26.02.2018
ნანახია: 890

ქართველი პოლიტიკოსი და ლიდერთა სკოლის დამფუძნებელი გია მაისაშვილი გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელებში გია მაისაშვილის მეგობრები ავრცელებენ.

,,გიო აღარ გვყავს... დიდი მამულიშვილი დაკარგა საქართველომ. ვერ შევუსრულეთ ბოლო წადილი, სამშობლოში დაელია სული. აცხონოს უფალმა მისი ქართული, ნაღდი სული..."-ნათქვამია გია მაისაშვილის Fcebook გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

გია მაისაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ იმყოფებოდა. მისი ბოლო მიმართვა კი სიკვდილამდე ქვეყანაში ჩამოყვანის თხოვნა გახლდათ.

გიორგი მაისაშვილი 1962 წლის 24 ნოემბერს დაიბადა.

მაისაშვილმა 1993 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში (აშშ) გაიარა სპეციალური კურსი. 1997 წელს დაამთავრა ჯონ ფ. კენედის სახელობის ჰარვარდის სამთავრობო სკოლა.

მუშაობდა ენერგეტიკულ კომპანია ენრონში, სადაც 2001 წლამდე კორპორაციის რისკის ანალიზის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. იყო კემბრიჯის ენერგეტიკული ასოციაციის (CERA) კასპიის აუზის ენერგეტიკული შემცველებისდეპარტამენტის უფროსი.

2003 წელს გ. მაისაშვილი საქართველოში დაბრუნდა. 2007 წლის 26 ივლისს მაისაშვილმა დააფუძნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მომავლის პარტია“. 

2008 წლის 5 იანვრის გია მაისაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე