თინათინ ხიდაშელი კანადაში ჰალიფაქსის უსაფრთხოების ფორუმს ესწრება
საქართველო, თბილისი - 13:02 | 21.11.2015 ნანახია: 1687საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი კანადაში ჰალიფაქსის უსაფრთხოების ფორუმს ესწრება. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კონფერენციის პლენარული სესიის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. პანელის დისკუსიის თემა იყო „ითანამშრომლე, შეაკავე ან დაიპყარი - 70 წლის შემდეგ პრიორიტეტების განსაზღვრის სტრატეგია“. სესია II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ბოლო 70 წლის განმავლობაში მსოფლიო წესრიგის წინაშე არსებულ გამოწვევებს შეეხებოდა. თინათინ ხიდაშელმა გამოსვლისას ყურადღება ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნილ ვითარებაზე გაამახვილა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განიხილა, თუ რამდენად მზად აღმოჩნდა დასავლეთი საბჭოთა კავშირის დაშლისა და ბერლინის კედლის დანგრევის შედეგად გამოწვეული გამოწვევებისთვის და რამდენად არის მზად იმ საფრთხეებთან საბრძოლველად, რომელიც მომავალი წლების შემდეგ დადგება.
„ფორუმზე დისკუსიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა სირიისა და სირიიდან მომდინარე საფრთხეების პარალელურად იყო რუსეთი. რუსეთის შესახებ დებატები მიმდინარეობდა ძირითადად ფორმატში - პარტნიორი თუ საფრთხე. საქართველოს ძალიან ბევრი მეგობარი, გულშემატკივარი და პარტნიორი ჰყავს. მთავარი ამოცანა ფორუმის სხდომებზე იყო ის, რომ უფრო მეტი გარანტიების შესახებ ყოფილიყო საუბარი, უფრო მეტი დაზღვევა მიგვეღო ნებისმიერი ტიპის ურთიერთობისა და დიალოგის ფონზე რუსეთთან, რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ მოხდება დასავლეთის პარტნიორი ქვეყნების ხარჯზე ან რაიმე ფორმით არ დაზარალდება ჩვენი ინტერესები“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
ჰალიფაქსის საერთაშორისო ფორუმი ყოველწლიურად თავს უყრის უსაფრთხოების სფეროს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ანალიტიკოსებსა და მკვლევარებს. კონფერენციაზე გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებს 60-ზე მეტი ქვეყნის 300 წარმომადგენელი განიხილავს. წელს უსაფრთხოების ფორუმი კანადის ახლადდანიშნულმა თავდაცვის მინისტრმა ჰარჯიტ საჯანმა გახსნა. კანადელ კოლეგას თინათინ ხიდაშელი ვიზიტის ფარგლებში მოგვიანებით შეხვდება. ამ დრომდე კი უკვე გაიმართა შეხვედრები აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილესთან რობერტ უორკთან და ფორუმში მონაწილე თავდაცვის მინისტრებთან.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა