გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი რეჟიმის გამოცხადების შესახებ რეზოლუცია მიიღო

საქართველო, თბილისი - 10:40 | 25.02.2018
ნანახია: 839

გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი რეჟიმის გამოცხადების შესახებ, რეზოლუცია ერთხმად მიიღო, -ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. გაერო ამ ვადას სირიაში ჰუმანიტარული დახმარების ჩასატანად და დაჭრილების ევაკუაციისთვის გამოიყენებს.

დოკუმენტის ავტორები შვედეთი და ქუვეითი არიან. რეზოლუციის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არ გავრცელდება ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსა“ და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებზე.

რეზოლუციის მიღება რუსეთის წინააღმდეგობის გამო ორჯერ გადაიდო.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე