არავის უთხრა WiFi-ის პაროლი - ილონ მასკმა უფასო გლობალურ ინტერნეტზე წვდომის პაროლი ,,გასცა''

საქართველო, თბილისი - 18:28 | 23.02.2018
ნანახია: 1336

კომპანია SpaceX-ის მფლობელმა ილონ მასკმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა პოსტი, რომელშიც ის თითქოს უფასო გლობალურ ინტერნეტზე წვდომის პაროლზე ლაპარაკობს.

,,არავის უთხრა WiFi-ის პაროლი - ,,მარსიანელი", - დაწერა მასკმა. ერთ დღეში, პოსტმა 5 ათასზე მეტი რეპოსტი დააგროვა და 40 ათასამდე ლაიქი. 

22 თებერვალს, პროექტის რამდენჯერმე გადადების შემდეგ, SpaceX-მა, გლობალური ინტერნეტის პროექტის ფარგლებში, ორბიტაზე 2 სატესტო თანამგზავრი - Tintin A და Tintin B გაუშვა, რომლებიც დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან ინტერნეტზე წვდომას უზრუნველყოფს. 

მასკის მიერ შემუშავებული თანამგზავრის კავშირს Starlink-ი ეწოდება. მასში შემავალი თითქმის 4,5 ათასი თანამგზავრი, 1,1-1,3 ათას კილომეტრ სიმაღლეზე გადაადგილდება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე