,,ქართულმა ოცნებამ“ არ გამოიყენა შანსი, სასამართლო სისტემაში დარჩენილიყვნენ ღირსეული მოსამართლეები - ეკა გიგაური

საქართველო, თბილისი - 12:48 | 23.02.2018
ნანახია: 1309

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ არ გამოიყენა შანსი, ჩაეტარებინა სასამართლოს სიღრმისეული რეფორმა. 

როგორც მან ,,რუსთავი 2-ს" განუცხადა, თუ კი პრემიერი მოიკითხავს სხვა მოსამართლეებსაც, რომლებიც უვადოდ დაინიშნენ, აღმოაჩენს რომ მათი ბიოგრაფიებიც არ არის სუფთა. 

„სასამართლო სისტემაში დაინიშნა უვადოდ ძალიან ბევრი მოსამართლე, რომელთა საქმიანობასთან  დაკავშირებით ჩვენ გვქონდა კითხვის ნიშნები. „ქართულ ოცნებას“, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა, ჰქონდა უნიკალური შანსი, რომ სიღრმისეული რეფორმები ჩაეტარებინა სასმართლო სისტემაში და სასამართლო სისტემაში დარჩენილიყვნენ მხოლოდ ღირსეული მოსამართლეები.

ასევე, სასამართლოში შესულიყვნენ ღირსეული ახალი მოსამართლეები. ეს შანსი მათ არ გამოიყენეს და დღეს მიუხედავად იმისა, რომ სამი ტალღაა რეფორმის ჩატარებული, ჩვენ შედეგი არ გვაქვს და ეს განცხადება არის ნამდვილად დაგვიანებული. მოიკითხოს ბატონმა პრემიერმა სხვა მოსამართლეებიც რომლებიც უვადოდ დაინიშნენ და დარწმუნებული ვარ ნახავს, რომ მათი ბიოგრაფიებიც არ არის კარგი,“-განაცხადა ეკა გიგაურმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე