მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შესვლა სამი წლით აეკრძალა

საქართველო, თბილისი - 18:32 | 22.02.2018
ნანახია: 857

უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს სამი წლით აუკრძალა ქვეყანაში შესვლა, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ის უკრაინიდან გაძევებულ იქნა.

სააკაშვილმა 21 თებერვალს ფეისბუკზე გამოაქვეყნა საზღვრის დაცვის სამსახურისგან მიღებული დოკუმენტი, რომლის თანახმადაც აკრძალვა 2021 წლის 13 თებერვლამდე იქნება ძალაში. უკრაინის საზღვრის დაცვის პრესმდივანმა, ოლეგ სლობოდიანმა დაადასტურა, რომ სააკაშვილს უკრაინაში შესვლა აეკრძალა. მისი თქმით, ამას საფუძვლად დაედო საზღვრის ერთ-ერთი მცველის ბრძანება - ეს მცველი აკონტროლებდა უკრაინის საზღვრის იმ მონაკვეთს, რომელიც სააკაშვილმა 2017 წლის სექტემბერში გადაკვეთა.

 "ჩემთან ერთად თუ უჩემოდ, ამ ხელისუფლებას უკვე დადასრული დაუდგა და მე უკრაინაში, სახლში მალე დავბრუნდები, სამ წელიწადზე ბევრად, ბევრად უფრო მალე" - წერს საქართველოს ექსპრეზიდენტი და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, სააკაშვილი, ფეისბუკზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე