ტყუპი ძმები იდენტურად ტყუპ დებზე დაინიშნენ

საქართველო, თბილისი - 14:03 | 22.02.2018
ნანახია: 1246

იდენტურად ტყუპი ძმები იდენტურად ტყუპ დებზე დაინიშნენ და ისინი საერთო ქორწილის გადახდას გეგმავენ.

34 წლის ჯოშ და ჯერემი სალიერსები, 31 წლის ბრიტნი და ბრაიან დინსებს 2017 წლის აგვისტოში, ოჰაიოში ფესტივალზე შეხვდნენ. წყვილების თქმით, მათ ერთმანეთი პირველივე ნახვისას შეუყვარდათ.

„ეს ერთ-ერთი ყველაზე მაგიური მომენტი იყო. შენელებული კადრივით იყო, როგორც ფილმებში არის ხოლმე. ჩვენ ყველას გვჯერა სულიერი მოკავშირეების და ვგრძნობთ მათთან კავშირს," - თქვა ბრაიან დინმა.

ტყუპი ძმები დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ, როდესაც ტყუპ დებს ხელი სთხოვეს. ამიტომ, თავიდან დებმა იფიქრეს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ფილმისთვის კეთდებოდა.

ორივე წყვილი ქორწილს 2018 წლის აგვისტოში გადაიხდის.

ინფორმაციას „ტაბულა“ ავრცელებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე