ეშტონ კუჩერის დეპრესიული დღეები, ტყეში გატარებული 1 კვირა და დემი მურთან განქორწინების დეტალები

საქართველო, თბილისი - 15:23 | 21.02.2018
ნანახია: 1506

ჰოლივუდის მსახიობი ეშტონ კუჩერი დემი მურთან განშორების დეტალებზე ალაპარაკდა.

კუჩერის თქმით, თანაცხოვრების ბოლო თვეებს იმდენად განიცდიდა, რომ ტყეში წასვლა და განმარტოება ამჯობინა. 

„მე „ბილ სკაიტში“ გავჩერდი, მონტანაში. თუმცა არაფერს ვჭამდი და ვსავდი, გარდა იმისა, რაც მქონდა თან. არ მქონდა ინტერნეტთან და მობილურ ტელეფონთან წვდომა. არავისთან ვკონტაქტობდი, ვწერდი, ვხატავდი და ჩანაწერებს ვაკეთებდი წიგნაკში. რამდენიმე დღეში, დამეწყო ჰალუცინაციები. დავკავდი ტაი-ჩით, რამაც მიშველა გონს მოვსულიყავი,“ - განაცხადა 40 წლის მსახიობმა.

ცნობისთვის, კუჩერი და მური 2005 წელს დაქორწინდნენ. წყვილმა ერთად 6 წელი იცხოვრა. ამჟამად კუჩერი დაქორწიებულია მილე კუნისზე. მათ ორი შვილი ყავთ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე