უმრავლესობის მთავარი პრობლემა საპრეზიდენტო არჩევნებზე ნერვიულობაა, რადგან მათ კანდიდატები არ ჰყავთ - აბაშიშვილი

საქართველო, თბილისი - 12:48 | 21.02.2018
ნანახია: 1308

უმრავლესობის მთავარი პრობლემა ისაა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ნერვიულობს, რადგან უმრავლესობას საპრეზიდენტო კანდიდატები არ ჰყავს, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმ პოლიტიკური გუნდს, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის წუთიდან პრეზიდენტის ინსტიტუტს ებრძოდა, გაუჭირდება, საპრეზიდენტო კანდიდატი დაასახელოს.

„განსაკუთრებით საინტერესოა, რომ საქართველოს პრეზიდენტზე თავდასხმები იმ პერიოდში ხორციელდება, როდესაც ის საზოგადოების სხვადასხვა ნაწილთან შეხვედრებს მართავს, ეს იქნება სტუდენტები, არასამთავრობო სექტორი თუ მოსახლეობა. უმრავლესობა განსაკუთრებით სწორედ ამ დროს აქტიურდება. უმრავლესობის მთავარი პრობლემა ისაა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ნერვიულობს, რადგან უმრავლესობას საპრეზიდენტო კანდიდატები არ ჰყავს. საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას ვერ ახერხებს და ჩემი აზრით, ვერც მოახერხებს იქიდან გამომდინარე, რომ იმ პოლიტიკური გუნდს, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის წუთიდან პრეზიდენტის ინსტიტუტს ებრძოდა, გაუჭირდება, საპრეზიდენტო კანდიდატი დაასახელოს. რა უნდა თქვას? – ვისაც პრეზიდენტის საზოგადოებასთან შეხვედრა საარჩევნო კამპანია ჰგონია, სერიოზული პრობლემაა. როგორც წესი, ამ პოლიტიკოსებს ამომრჩეველი არჩევნებიდან არჩევნებამდე ახსენდებათ და არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობენ“, – განაცხადა აბაშიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე