მარგველაშვილი ღირებულებების ერთგულია, განსხვავებით ტრანსფერზე დამდგარი პოლიტიკოსებისგან - აბაშიშვილი

საქართველო, თბილისი - 12:43 | 21.02.2018
ნანახია: 939

პრეზიდენტი მარგველაშვილი ღირებულებების ერთგულია, განსხვავებით ტრანსფერზე დამდგარი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური გუნდისგან მაღალი თანხის შემოთავაზებას ელიან, რომ უკეთესი ცხოვრებით იცხოვრონ, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მარგველაშვილი ყოველთვის ღირებულებების ერთგული იყო, როცა საქმე სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვას შეეხებოდა. 

„მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი რეგიონებში, არამხოლოდ თბილისში, მესამე კამპანიას ატარებს, რომელიც შეეხება მოქალაქეთა აქტიურობას არჩევნებში, საქართველოს კონსტიტუციას, დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ სწრაფვას. პოლიტიკოსები, რომლებიც ამ თემაზე ნერვიულობენ, ის პოლიტიკოსები არიან, რომლებიც არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობენ. პრეზიდენტი მარგველაშვილი ღირებულებების ერთგულია, განსხვავებით ტრანსფერზე დამდგარი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური გუნდისგან მაღალი თანხის შემოთავაზებას ელიან, რომ უკეთესი ცხოვრებით იცხოვრონ. შეგიძლიათ, სია იხილოთ. სია გრძელია. ამ პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, პრეზიდენტი მარგველაშვილი ყოველთვის ღირებულებების ერთგული იყო, როცა საქმე სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვას შეეხებოდა. პრეზიდენტის წინააღმდეგ რამდენიმე განცხადება იყო, ასევე შედარებები იყო სხვადასხვა ბიბლიური ამონარიდიდან. როგორც ჩანს, საქართველოში არამხოლოდ კონსტიტუციის წაკითხვისა და აღქმის პრობლემაა, არამედ სხვა მიმართულებითაც პრობლემები გვაქვს, მათ შორის ბიბლიის წაკითხვის. საჭიროა, ამ კუთხით კიდევ უფრო ახლიდან გავაძლიეროთ მუშაობა“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე