უზბეკეთის მოქალაქემ სტოკჰოლმში ტერაქტის მოწყობის ბრალდება აღიარა

საქართველო, თბილისი - 18:38 | 20.02.2018
ნანახია: 801

სტოკჰოლმში ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულმა უზბეკეთის მოქალაქემ რახმატაკილოვმა დანაშაული აღიარა.

შვედეთში სასამართლო სხდომაზე მან განაცხადა, რომ თავდასხმა ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერაში წვლილის შესატანად ჩაიდინა.

აკილოვის თქმით, მას სურდა, რომ შვედეთმა შეწყვიტოს ISIS-ის წინააღმდეგ სამხედროებისა გაგზავნა და თანხის გამოყოფა.

7 აპრილს 39 წლის რახმატ აკილოვი სტოკჰოლმის ცენტრში გატაცებული სატვირთო მანქანით ხალხში შევარდა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ხუთი და დაშავდა 15 ადამიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე