ეკა ბესელიას აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია

საქართველო, თბილისი - 17:01 | 20.02.2018
ნანახია: 1265

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას საქართველოდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

ბესელიას განცხადებით, ასეთი განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეები პოლიტიკური პროცესისგან დისტანცირებული იყოს.

„საჭიროა, ასეთი განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეები პოლიტიკური პროცესისგან დისტანცირებული იყოს, რადგან მათ მიმართ როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ინტერესის თვალსაზისით, მეტი ყურადღება არსებობს. სწორედ ამ არგუმენტით, ამ ეტაპზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დავუჭერდი. ამ კომისიის შექმნა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რადგან ეს ამ საქმის პოლიტიზირებას იმაზე უფრო მეტად მოახდენს, ვიდრე ამას ჩვენი ოპონენტები ცდილობენ”, – განაცხადა ბესელიამ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე