გორში, ხარების სახელობის ეკლესიის ეზოში ხელყუმბარა იპოვეს

საქართველო, თბილისი - 14:22 | 19.02.2018
ნანახია: 886

გორში, ხარების სახელობის ეკლესიის ეზოში ხელყუმბარა იპოვეს. ხელყუმბარა წერილთან ერთად აღმოაჩინეს.  ,,რუსთავი 2“ -ის ინფორმაციით, წერილში ავტორი შენდობასა და ცოდვების მიტევებას ითხოვს.

წერილის ავტორის ვინაობა უცნობია. მომხდარის შესახებ სასულიერო პირებმა სამართალდამცველებს აცნობეს. ამ დროისთვის ეკლესიის ეზოში აღმოჩენილ ხელყუმბარასა და წერილს ექსპერტიზა უტარდება. ადგილზე გორისა და ატენის მიტროპოლიტიც იმყოფებოდა. 

ფოტო - imedinews.ge




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე