მუსტაფა ემრე ჩაბუქს საექსტრადიციო პატიმრობის სანაცვლოდ, ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 14:00 | 19.02.2018
ნანახია: 1025

პროკურატურამ მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმესთან დაკავშირებით შუამდგომლობა შეცვალა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე საგამოძიებო უწყებამ, საექსტრადიციო პატიმრობის სანაცვლოდ 10 ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქს საექსტრადიციო პატიმრობის სანაცვლოდ, ათას ლარიანი გირაო შეეფარდა,  რასაც დარბაზში მყოფები ოვაციებით შეხვდნენ.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. მიზეზი თურქული მხარის მოთხოვნა იყო, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას უწყობდა ხელს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე