თბილისში 60 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 09:53 | 19.02.2018
ნანახია: 1103

თბილისში, ე.წ. მუხიანის აგარაკებზე, 60 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს გულმკერდის არეში დაზიანება აქვს მიყენებული. 

უცნობია შემთხვევის სხვა დეტალები, სიკვდილის მიზეზს ექსპერტები იკვლევენ.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე