მკვლელობა კახეთში - 34 წლის მამაკაცს, ნათესავმა სანადირო თოფიდან ესროლა

საქართველო, თბილისი - 13:36 | 18.02.2018
ნანახია: 1220

17 თებერვალს, კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითთან მდებარე მეცხოველეობის ფერმაში მკვლელობა მოხდა. 34 წლის მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნათესავმა სანადირო თოფიდან გასროლით მუცლის არეში სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი გურჯაანის საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცავებმა  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაზლარში დააკავეს.

მომხდართან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული გ.ა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე ცხელ კვალზე დააკავეს. მის მიერ ჩადენილ დანაშაული 7-დან 15 წალმდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 თებერვალს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში, მეცხოველეობის ფერმის ტერიტორიაზე, ურთიერშელაპარაკებისას - 1983 წელს დაბადებულ ა. ი.-ის სანადირო თოფიდან მუცლის არეში ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში კაზლარში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობიის ფაქტზე მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე მუხლით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე