გურჯაანში 26 წლის მამაკაცი მშენებლობიდან გადავარდა და გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 13:31 | 18.02.2018
ნანახია: 953

გურჯაანში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. 26 წლის დათო ოდიკაძე სპირტის ქარხანაში სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც სამშენებლო ობიექტიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი შემდუღებლებს სპეციალურ ელექტროსადენებს აწვდიდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და სიმაღლიდან გადავარდა. დაღუპულის ოჯახი ფიქრობს, რომ ობიექტზე უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240- ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე