თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში ექსპერტიზა ტარდება

საქართველო, თბილისი - 15:01 | 16.02.2018
ნანახია: 845

ამ წუთებში, სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილის საცხოვრებელ სახლში ექსპერტთა ჯგუფი და გამომძიებლები იმყოფებიან.

"საქმის მასალებიდან გამომდინარე კითხვები გაჩნდა და ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შევეცდებით"- აცხადებს ჟურნალისტებთან დამოუკიდებელი ექსპერტი, ზაზა ალთუნაშვილი.

ექსპერტები კიდევ ერთხელ დაათვალიერებენ იმ ოთახას, სადაც მაჩალიკაშვილი დაიჭრა დაა ტყვიის ტრაექტორიის განსაზღვრას ხელმეორედ შეეცდებიან. მაჩალიკაშვილების სახლში იმყოფება ოჯახის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილიც.

შეგახსენებთ, თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში, სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და უგონო მდგომარეობაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, 11 იანვარს კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ცნობისთვის, სუსის ინფორმაციით, პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხუთი მოქალაქე დაეხმარა აჰმედ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლაში.

დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე