რომში გზა ჩაინგრა და ავტომობილები ჩაიტანა

საქართველო, თბილისი - 15:53 | 16.02.2018
ნანახია: 873

შემთხვევა რომში ვატიკანთან ახლოს, ბალდუინის რაიონში მოხდა. გიგანტურმა თხრილმა პარკირებული ავტომობილები შთანთქა.

მსხვერპლი არ არის. თვითმხილველთა თქმით, ავტობუსმა, რომელშიც ათობით მგზავრი იმყოფებოდა, თხრილიდან რამდენიმე მეტრში დამუხრუჭება მოასწრო.

ახლოს მდებარე საცხოვრებელი სახლებიდან მოსახლეობის ევაკუირება სწრაფად განხორციელდა.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ნგრევის მიზეზი მეზობელ ქუჩაზე წარმოებული მშენებლობაა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე