ჩვენ ვიპოვით გამოსავალს, საქართველო არ დაკარგავს უვიზო მიმოსვლას - რებეკა ჰარმსი

საქართველო, თბილისი - 16:00 | 15.02.2018
ნანახია: 910

ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საქართველომ არ დაკარგოს უვიზო მიმოსვლის უპირატესობები, - განაცხადა საქართველოში მყოფმა ევროპარლამენტის წევრმა, რებეკა ჰარმსმა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.

ჰარმსმა განაცხადა, რომ საკითხს ჯერ არ იცნობს.

,,მე ჯერ არ ვიცნობ ამ საკითხის დეტალებს, მაგრამ მაქვს კავშირი WDR-ის შესაბამის სამინისტროსთან და ვარკვევ თუ რა ხდება. რაშიც არ უნდა იყოს პრობლემა, მე უკვე ვესაუბრე ჩვენს ქართველ კოლეგებს პარლამენტში, გუშინ კი ვესაუბრე მინისტრსაც. ჩვენ გადავჭრით ამ პრობლემას. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საქართველომ არ დაკარგოს უვიზო მიმოსვლის უპირატესობები, რადგან უვიზო მიმოსვლა საუკეთესო რამაა, რასაც ბოლო დროს მივაღწიეთ, რათა საქართველოსა და ევროკავშირის, განსაკუთრებით კი ჩემი ქვეყნის, გერმანიის მოქალაქეებს შორის კავშირს შევუწყოთ ხელი. ვფიქრობ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების წარმატება მათ შორის დამოკიდებულია ევროკავშირისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კონტაქტებზე. ჩვენ ვიპოვით გამოსავალს. საქართველო არ დაკარგავს უვიზო მიმოსვლას“, – აღნიშნა ჰარმსმა.

ცნობისთვის, გერმანული WDR-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების ლობირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს. ფედერალური მიწის მთავრობის უკმაყოფილებას საქართველოდან ჩასული თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა იწვევს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე