ოთარ აბესაძის პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება

საქართველო, თბილისი - 15:27 | 15.02.2018
ნანახია: 886

მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის, ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო საამართლოში დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.

დღეს ბრალდების მხარე ორ მოწმეს დაკითხავს. როგორც ცნობილია, პროცესს ოთარ აბესაძეც დაესწრება.

ცნობისთვის, აბესაძე 15 იანვარს, სასამართლო დარბაზიდან, 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

შეგახსენებთ, მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა დააკავა. გამოძიების თანახმად, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, გარკვეული კონსტრუქციის აშენებისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად და ნებართვის მიღებამდე მშენებლობის წარმოების მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქეს 3 ათასი დოლარი ქრთამის სახით გამოართვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე