ქეით აპტონი კლდიდან გადავარდა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 16:26 | 14.02.2018
ნანახია: 1919

კუნძულ არუბაზე მოდელი ქეით აპტონი სერიოზულ ტრავმებს ძლივს გადაურჩა. ამერიკელი მოდელი ტალღამ კლდიდან გადააგდო.  
გოგონა ჟურნალ Sports Illustrated-ისთვის გადაღებებში მონაწილეობდა. აპტონი კარიბის ზღვაში პატარა კლდეზე იდგა, რა დროსაც ტალღა დაეჯახა.

„ჩემი აზრით, ტალღა დიდი არ ჩანდა, თუმცა ის პირდაპირ კლდეს დაეჯახა. თავიდან გადაღების იდეამ ძალიან მომხიბლა. მაგრამ როგორც კი კლდეზე ავედი და ქვემოთ ჩავიხედე, მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ცუდად დამთავრდებოდა,“- აღნიშნა აპტონმა.

ტალღის დარტყმამ მოდელი წყალში ჩააგდო. მისი თქმით, ვარდნას ხელი შეუწყო ქვედაბოლომაც, რომელიც ზედმეტად მძიმე იყო. ასისტენტები გოგონას წყლიდან ამოსვლაში დაეხმარნენ, რის შემდეგაც გადაღებები გაგრძელდა.

ვიდეოს სანახავად ეწვიეთ ბმულს:  Kate Upton falls during topless photo shoot




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე