გორში ავტომანქანა სამ მოზარდს დაეჯახა - მძღოლი ადგილიდან მიიმალა

საქართველო, თბილისი - 16:20 | 14.02.2018
ნანახია: 1082

გორში, შინდისის გზატკეცილზე ავტომანქანა სამ მოზარდს დაეჯახა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

qartli.ge-ს ინფორმაციით, სამივე მოზარდი  სკოლის მოსწავლეა. ისინი სასწრაფო დახმარების მანქანით გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმის განცხადებით, გოგონებს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებათ და მათ სიცოცხლეს საფრთე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მძღოლის ვინაობის დასადგენად მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე