კერძის მომზადების ამაზრზენმა ხერხმა სოციალური ქსელის მომხმარებლები აღაშფოთა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 12:46 | 14.02.2018
ნანახია: 1199

სოციალურ ქსელში აქტიურად განიხლავენ ვიდეორგოლს, რომელშიც ახალგაზრდა ქალი ამზადებს საშობაო ინდაურისთვის გულსართს დანის გამოუყენებლად.

დანის ნაცვლად ის პროდუქტს ღეჭავს და შემდეგ თეფშზე აბრუნებს.
მზარეული ნათან სედია ამტკიცებს, რომ ხშირად იზიანებდა თავს სამზარეულოს დანით და ამიტომ გადაწყვიტა მასზე უარი ეთქვა.

ამის ნაცვლად ის პროდუქტებს საკუთარი კბილებით აქუცმაცებს.

კადრებში ჩანს, სედია როგორ ადნობს პირში კარაქს, რის შემდეგაც მას ჯამში ათავსებს. იგივენაირად აქუცმაცებს სტაფილოსა და ხახვს.

კერძის მომზადების ექსტრავაგანტურმა ხერხმა სოციალური ქსელის მომხმარებლები საგონებელში ჩააგდო. კომენტარებში მას ამაზრზენი უწოდეს და აღნიშნეს, რომ ასე მომზადებული კერძის დაგემოვნებას ვერავინ შეძლებს.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე