ისრაელის პრემიერ-მინისტრს კორუფციასა და თაღლითობაში ადანაშაულებენ

საქართველო, თბილისი - 12:14 | 14.02.2018
ნანახია: 781

ისრაელის პოლიცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბინიამინ ნეთანიაჰუსთვის აპირებს ბრალი წაუყენოს კორუფციაში, თაღლითობასა და ნდობის ბოროტად გამოყენებაში.

პოლიციელთა მონაცემებით, გამომძიებლებს აქვთ საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ პრემიერი ქრთამის აღებაში დაადანაშაულონ.

თავად ნეთანიაჰუმ ეროვნულ ტელევიზიაში გამოსვლისას, ამ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ პოსტის დატოვებას არ აპირებს.

მისი თქმით, წამოყენებული ბრალდებები არაფრით დამთავრდება.

სამართალდამცველების თქმით, ნეთანიაჰუმ ისრაელის ყოველდღიურ  გაზეთს „ედიოტ აჰრონოტს“ სთხოვა ისრაელის ხელისუფლების საქმიანობის პოზიტიური კუთხით გაშუქება და სანაცვლოდ მისი კონკურენტი გაზეთების მუშაობისთვის ხელის შეშლაში დახმარება შესთავაზა.

პოლიციას მიაჩნია, რომ ამ საქმეში ბრალი გაზეთის რედაქტორსაც უნდა წაუყენონ.

ნეთანიაჰუს ასევე ადანაშუალებენ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას 2006 წელს ჰოლივუდის მაგნატის არნონ მილჩენისა და სხვა მომხრეებისგან 280 ათასი დოლარის ღირებულების საჩუქრების მიღებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე