გამტაცებლები მოკვლით მემუქრებოდნენ - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 17:14 | 13.02.2018
ნანახია: 817

მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს, რომ როდესაც კიევის აეროპორტში მიყავდათ, გამტაცებლები მოკვლით ემუქრებოდნენ. ამის შესახებ მან ვარშავაში პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ის პირები, რომლებსაც აეროპორტში მიყავდათ, ეუბნებოდნენ: „ჩვენ ახლა შენ გესვრით“.  სააკაშვილის თქმით, ისინი მისი თანდასწრებით საუბრობდნენ, როგორ დაარბიეს მაიდანი.

მისივე თქმით, არ იცის ვის ეკუთვნის თვითმფრინავი, რომელმაც ვარშავაში ჩაიყვანა. „ეს იყო კერძო თვითმფრინავი, არ ვიცი ვის ეკუთვნის. იქ იყო ე.წ. მგზავრი, - ადამიანი, რომელმაც ის გააქირავა. ის მთელი ამ დროის განმავლობაში დუმდა. ფორმალურად თვითმფრინავი მასზე იყო გაფორმებული“, - აღნიშნა სააკაშვილმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე