45 წლის კემერონ დიასი ორსულადაა

საქართველო, თბილისი - 16:40 | 13.02.2018
ნანახია: 2534

45 წლის ჰოლივუდის მსახიობი კემერონ დიასი ბავშვს ელოდება. ამის შესახებ გამოცემა In Touch Weekly იუწყება. პაპარაცებმა გაავრცელეს ფოტო, რომელზეც დიასს განიერი თეთრი კაბა აცვია.

ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ დიასი ინ-ვიტრო განაყოფიერების დახმარებით დაორსულდა. ქმართან ჯგუფ Good Charlotte-ის მუსიკოსთან ბენჯი მედენთან ერთად სუროგატი დედის მომსახურებით სარგებლობას და შვილის აყვანას დიდხანს განიხილავდა.

დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კემერონ დიასი დედობის შესახებ წიგნს კითხულობდა. მას ბავშვის აყვანა სურდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე