საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს ჯგუფი „ვირუსი“ წარადგენს

საქართველო, თბილისი - 16:32 | 20.11.2015
ნანახია: 2241

ხვალ, 22:30 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი 2015 წლის საბაშვო ევროვიზიის კონკურსს პირდაპირ ეთერში წარმოგიდგენთ.

წელს საქართველოს ჯგუფი „ვირუსი" წარადგენს, რომელიც სცენაზე მეორე ნომრად გამოვა, სიმღერით „გაბედე“.

რიგით მე-13 საბავშვო ევროფესტივალს ბულგარეთი მასპინძლობს.  წელს საბავშვო ევროვიზიის კონკურსში 17 ქვეყანა მონაწილეობს, ესენია: საქართველო,სერბეი, სლოვენია, იტალია, ნიდერლანდები, ავსტრალია, ირლანდია, რუსეთი, მაკედონია, ბელორუსია, სომხეთი, უკრაინა, ბულგარეთი, სან მარინო, მალტა,ალბანეთი და მონტენეგრო.

2015 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელ ჯგუფ „ვირუსს" თქვენი მხარდაჭერა სჭირდება.

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ხმის მიცემის პროცედურა სცენაზე ბოლო კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ დაიწყება და 15 წუთს გაგრძელდება. წესების მიხედვით,საქართველოს თავისი წარმომადგენლებისთვის ხმის მიცემის უფლება არ აქვს, ამიტომ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ გულშემატკივრებს გთხოვთ, იაქტიუროთ და მხარი დაუჭიროთ ჯგუფ „ვირუსს“. თვალ-ყური ადევნეთ იმ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც იმყოფებით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე