სამწუხაროა, როდესაც შენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი აღმოჩნდება ასეთ მდგომარეობაში - ჩუგოშვილი

საქართველო, თბილისი - 13:00 | 13.02.2018
ნანახია: 850

ძალიან სამწუხაროა, როდესაც შენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი აღმოჩნდება, ან თავს ჩაიგდებს იმ მდგომარეობაში,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში დეპორტაციას. 

მოხდება თუ არა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება, ჩუგოშვილის განცხადებით, ამაზე კომენტარს შესაბამისი უწყებები გააკეთებენ. 

”ექსტრადირების ნაწილი შესაბამისი უწყებების კომპეტენციაა და მათ შეუძლიათ ამაზე კომენტარი გააკეთონ, როგორ აპირებენ მუშაობის გაგრძელებას. პოლიტიკურ შეფასებაში შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი - უბრალოდ ძალიან სამწუხაროა, როდესაც შენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი აღმოჩნდება ან თავს ჩაიგდებს იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც არის ბატონი მიხეილ სააკაშვილი. ძალიან საწყენი და ცოტა სევდიანიც კი არის ამ პროცესის ყურება ჩემთვის როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის”, - განაცხადა ჩუგოშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილი კიევში, გუშინ დააკავეს და მისი დეპორტაცია პოლონეთში განახორციელეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე