საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ავტოავარიის შედეგად დაშავდა

საქართველო, თბილისი - 12:01 | 13.02.2018
ნანახია: 877

გვიან ღამით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ბათუმის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი ავტოავარიის შედეგად დაშავდა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სავარაუდოდ, პოლიციელის მანქანას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა ბათუმი-ხულოს მაგისტრალზე თოდოგაურის მონაკვეთში მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პატრულის ავტომანქანას, რომელიც გაჩერებული იყო, მოქალაქე დაეჯახა.  პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით მოქალაქე ნასვამ მდგომარეობაში იყო. 

 საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე