რეპერმა მასტერმა და სოსო პავლიაშვილმა კლიპი გადაიღეს (VIDEO)

საქართველო, თბილისი - 15:56 | 20.11.2015
ნანახია: 2555

ქართველმა რეპერმა გიორგი პავლიაშვილმა, რომელსაც საზოგადოება რეპერ მასტერის სახელით  იცნობს, მოსკოში მოღვაწე, ასევე ქართველ მომღერალთან სოსო პავლიაშვილთან ერთად დუეტი ჩაწერა.

„Небо На Ладони“ - ასე ქვია სიმღერას, რომლის კლიპის გადაღებებიც მოსკოვში მიმდინარეობდა. ვიდეო კინო-კამერითაა გადაღებული და ხარისხიც შესაბამისად მაღალია. რეპერ მასტერს ასეთ კამერასთან მუშაობა პირველად მოუწია.

მასტერმა სახელიც შეიცვალა და ამიერიდან, ის უკვე „აქცენტის“ სახელწოდებით წარსდგება საზოგადოების წინაშე.

მომღერალმა მოსკოვში გადაინაცვლა და სწორედ, ამ ქალაქში აპირებს მუსიკალური კარიერის გაგრძელებას. რეპერი რუსულენოვან სიმღერებზე მუშაობს და უახლოეს მომავალში ალბომის გამშვებასაც აპირებს.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე