პროცესი ზედმიწევნით სამართლიანი უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის და ყველა მოქალაქის მიმართ - იან კელი

საქართველო, თბილისი - 11:31 | 13.02.2018
ნანახია: 763

საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე დასმული კითხვის კომენტირებისას განაცხადა, რომ პროცესი ზედმიწევნით სამართლიანი უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის და ყველა მოქალაქის მიმართ.

,,ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, რომ იგი გახდეს ძლიერი დემოკრატიის ქვეყანა, თუმცა სხვა კუთხით ნებისმიერი გადაწყვეტილება არის ამ ქვეყნის სუვერენული უფლება და ის ამაში თავისუფალია”, - განაცხადა იან კელიმ.

მისივე თქმით, აშშ-ის  მთავრობა ყურადღებით ადევნებს პროცესებს თვალს.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს. რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ იყოს სამართლიანი პროცესი და იყოს ეს პროცესი ზედმიწევნით დაცული. ეს, რა თქმა უნდა, ყველა მოქალაქის მიმართ უნდა იყოს და არა მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ. რაც შეეხება იმას, თუ რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოზე, ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, რომ იგი განვითარდეს და გახდეს ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის ქვეყანა და მან თავისი რესურსები მიმართოს სტაბილური და წარმატებული მომავლისკენ, ხოლო სხვა კუთხით ნებისმიერი გადაწყვეტილება არის ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილება”, - განაცხადა ელჩმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე